07 აგვისტო 2026,   07:30
ვრცლად
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმება პრიორიტეტული საკითხია.

2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი, თუმცა არსებული ინფორმაცია სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაშია ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.

დღის ამბები