18 ივნისი 2026,   21:33
ვრცლად
შტატების ირანზე შეტევის გეგმა კონკრეტული პირების მიზანში ამოღებას და თეირანის რეჟიმის შეცვლას მოიცავს - Reuters

შტატების ირანზე შეტევის გეგმა კონკრეტული პირების მიზანში ამოღებას და თეირანის რეჟიმის შეცვლას მოიცავს. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ირანის წინააღმდეგ რამდენიმე კვირიანი ოპერაციისთვის პენტაგონი უკვე ემზადება, სამიზნეშია ბირთვული ობიექტები და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.

წყარო Reuters-ს უყვება, რომ კონკრეტული პირების სამიზნეში ამოღება დამატებით სადაზვერვო რესურსებს მოითხოვს, მათ შორის ზუსტი მდებარეობის ცოდნას და იმის გაგებას, სხვა ვინ შეიძლება დაზარალდეს ოპერაციის დროს.

დღის ამბები