18 ივნისი 2026,   22:48
ვრცლად
შეშფოთებულები ვართ რეგიონში გამწვავებული რიტორიკითა და გაზრდილი სამხედრო აქტივობებით, მოვუწოდებთ აშშ-სა და ირანს, განაგრძონ მოლაპარაკებები დაძაბული ვითარების მოსაგვარებლად - გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი

დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დაიწყება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი? CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალებია მობილიზებული და ისინი ირანზე დარტყმისთვის ამ შაბათ-კვირას ემზადებიან, თუმცა ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია.

"შეშფოთებულები ვართ რეგიონში გამწვავებული რიტორიკითა და გაზრდილი სამხედრო აქტივობებით, - ეს არის სამხედრო წვრთნები და რეგიონში სამხედროების გაძლიერება. ჩვენ მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ირანს, განაგრძონ მოლაპარაკებები დაძაბული ვითარების მოსაგვარებლად," - აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი, სტეფან დიუჟარიკი.

 

დღის ამბები