18 ივნისი 2026,   21:29
ვრცლად
დონალდ ტრამპი პეკინს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინს 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ პარასკევს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა დაადასტურა. მოსალოდნელია, რომ განსახილველ მთავარ საკითხებს შორის ორმხრივი ტარიფები და ტაივანი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში, ტრამპი თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ მხარეები განიხილავენ გასულ წელს ორ მთავრობას შორის მიღწეული "ზავის" გაგრძელების საკითხს, რათა თავიდან აიცილონ ორმხრივი ტარიფების მკვეთრი ესკალაცია.

 

დღის ამბები