Delta Airlines-ისა და სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, "სხვა მგზავრების მიმართ უხეშ და უკანონო ქცევას" ახორციელებდა, რის გამოც, თვითმფრინავი ეკიპაჟი იძულებული გახდა აფრენიდან მალევე ჰიუსტონის აეროპორტში დაბრუნებულიყო.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც უილიამ პ. ჰობის აეროპორტიდან აფრინდა, ჰარტსფილდ-ჯექსონის სახელობის ატლანტას საერთაშორისო აეროპორტში მიფრინავდა.
"ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და Delta არ იტანს უწესრიგო ქცევას. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მგზავრებს ამ ინციდენტისა და მათი მგზავრობის შეფერხების გამო", - ნათქვამია Delta-ს განცხადებაში.
FAA-ს ცნობით, აფრენის შემდეგ, თვითმფრინავი ჰიუსტონში, უილიამ პ. ჰობის აეროპორტში, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5:40 საათზე დაეშვა.
წყარო: abcnews