18 ივნისი 2026,   21:26
ვრცლად
ზელენსკი: ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Axios-სთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის საზოგადოება არ დაუშვებს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას. მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს უკრაინის ტერიტორიების ოფიციალურად გადაცემას რუსეთისთვის, ქვეყნის შიგნით, უკრაინელი ხალხისთვის არ იქნება მიღებული.

მან ასევე აღნიშნა, რომ უსამართლოა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საჯაროდ, უფრო ხშირად მოუწოდებს უკრაინას დათმობებისკენ და არა რუსეთს. ზელენსკის თქმით, მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული, თუ ზეწოლა მხოლოდ ერთ მხარეზე მოდის.

ზელენსკის თქმით, ამერიკელმა შუამავლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მას უთხრეს, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ამ საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია საკუთარ მომლაპარაკებელთა ჯგუფთან.

ზელენსკის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა ვლადიმირ პუტინისთვის "გამარჯვების ჩუქებაზე" არ გადის.

"არ არის სამართლიანი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე მშვიდობის მისაღწევად, ხოლო რუსეთს მსგავსი ზეწოლა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შესაძლოა უფრო მარტივი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარება არ შეიძლება პუტინისთვის "გამარჯვების ჩუქებით". ასეთი მიდგომა მხოლოდ ზრდის არასამართლიან ზეწოლას უკრაინის მხარეს, ხოლო რუსეთს არ ავალდებულებს რაიმე დათმობაზე წავიდეს,"- აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პოლიტიკური ბლოკის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. 

დღის ამბები