18 ივნისი 2026,   21:26
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციები პარიზსა და ლიონში კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობის გამო - ათასობით მოქალაქე გამოძიების დაჩქარებასა და დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს

ლიონის ქუჩებში ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის შენობასთან მოძრაობა "ანტიფას" წევრები გამოჩნდნენ. მემარცხენე დაჯგუფების 20-მდე ნიღბიანი პირი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებაში პროპალესტინელი ევროპარლამენტარის საჯარო ლექციას აპროტესტებდნენ.

ერთ-ერთმა სტუდენტმა გაქცევა ვერ მოახერხა - 23 წლის კვენტინ დიურანი ჯერ ალყაში მოაქციეს, შემდეგ წააქციეს, ძირს დაგდებული დაახლოებით ექვსმა პირმა სასტიკად სცემა. ცემის შემდეგ კევინი მეგობარმა იპოვა და მისი სახლში წაყვანა სცადა, თუმცა გზაში ახალგაზრდის მდგომარეობა დამძიმდა, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

23 წლის ფრანგი კონსერვატორი აქტივისტის გარდაცვალებას ლიონსა და პარიზში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ქუჩაში გამოსული ათასობით მოქალაქე, სამართალდამცავებისგან გამოძიების დაჩქარებასა და დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.

მომხდარი ძალადობა მკაცრად დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა - ემანუელ მაკრონმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა და სამართალდამცავებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

ცნობილია, რომ ლიონის პოლიცია გამოძიებას განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის მუხლებით აწარმოებს.უკვე გამოიკითხა 15-ზე მეტი მოწმე. ამ დროისთვის საქმეზე არც ერთი პირი არ არის დაკავებული.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები