ისტორიული ვერცხლი საქართველოს - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მედალოსანი წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინაა.
ოლიმპიური ტიტულის პარალელურად, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ვერცხლის მედლისთვის განსაზღვრულია ნახევარი მილიონი ლარი.