იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ.
წყვილმა, გუშინ, მოკლე პროგრამა საკმაოდ კარგად უჩვენა, 75.46 ქულა დაიმსახურა და თავისუფალ პროგრამას მეორე ადგილით ხვდება.
შეგახსენებთ, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ სრიალში მეოთხე ადგილი დაიკავა.