"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. შეკრებამდე 3 საათით ადრე ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა.
მის ბრალდებებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, სააკაშვილის ბრძანებით პოლიტსაბჭოს სხდომის ოქმი გადამალა და ხელმოწერები გააყალბა, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
"პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა წესების დაცვით, დებულების შესაბამისად. არანაირი ლეგიტიმურობის ეჭვი არ არსებობს და თუ ვინმეს აქვს ეს ეჭვი, დღეს გაიფანტება. თინა ბოკუჩავა არის ერთ-ერთი კანდიდატი მმართველ საბჭოში, დროებით საბჭოში. ყველა ლიდერი არის ამ საბჭოში. ჩვენ 5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ეს ყრილობა, რომ მას ყველა დასწრებოდა, ყველა ლიდერი. ცხადია, ველოდებით თინა ბოკუჩავასაც," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა.