18 ივნისი 2026,   21:31
ვრცლად
კაია კალასის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასახელებისთვის ბლოკში შემავალი ქვეყნები მზად არ არიან

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასახელებისთვის ბლოკში შემავალი ქვეყნები მზად არ არიან, - ამბობს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი.

კაია კალასის ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე გაიზიარა ლატვიის პრეზიდენტმაც. ედგარ რინკევიჩმა მსგავსი შეთანხმების მიღწევა წევრ სახელმწიფოებს შორის წელს პრაქტიკულად გამორიცხა. ლატვიის პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დიდწილად რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სწორედ მიუნხენის კონფერენციაზე თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომ ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის მას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის მიღება სჭირდება.

როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წინასწარ იყო შეტანილი 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც აშშ-ს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის განიხილებოდა, თუმცა ევროკავშირის მრავალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს თარიღი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფიქსირებული თარიღი, არარეალისტურია.

დღის ამბები