ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის - "ბედნიერ სახლში" წარმომადგენლებმა, სხვადასხვა კომპანიასთან ერთად განიხილეს და შეაჯამეს 2025 წლის საქმიანობა. ასევე, 2026 წლის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების გაცნობა, საქმიანობის კიდევ უფრო სრულყოფა და თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი, ამიერკავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ფონდია , რომელიც 18 წლამდე ასაკის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნავს.