ეკონომიკის მინისტრმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმი გახსნა. ღონისძიება, რომელსაც ორივე ქვეყნიდან 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო, ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება და აქცენტი გააკეთა პროგრესზე ამ მიმართულებით.
მისი შეფასებით, ბიზნესფორუმი რეალური შესაძლებლობაა, ერთობლივი პროექტების, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.