ბელგიის პოლიციამ ევროკომისიის ოფისებსა და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიაში შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩაატარა.
გამოძიება ეხება 2024 წელს, ევროკომისიის 23 შენობის ბელგიის სახელმწიფოსთვის მიყიდვას.
თავად ევროკომისიაში აცხადებენ, რომ შენობების გაყიდვა დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად, კანონიერად მოხდა და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ.