მილანის 2026 წლის ოლიმპიადის მეხუთე დღეს ფიგურული სრიალის ინდივიდუალურ ასპარეზობაში, მამაკაცთა კატეგორიაში, მაყურებლების წინაშე ნიკა ეგაძე წარდგა.
ქართველმა სპორტსმენმა 85,11 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-15 ადგილზე იმყოფება. ეგაძე თავისუფალ პროგრამაში ზეგ იასპარეზებს. დღეს კი ყინულზე თავისუფალ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.