07 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს უკვე არის დაგეგმილი და დაიწყება" - რევაზ სოხაძემ

"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს უკვე არის დაგეგმილი და დაიწყება," - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

"თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს უკვე არის დაგეგმილი და დაიწყება - ეს შეეხება სამტრედია-ზუგდიდის მაგისტრალის დაპროექტებასა და მშენებლობას, კახეთის მიმართულებით მშენებლობების გაგრძელებას; სტეფანწმინდის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, ახალი მონაკვეთის ჩართვა ამ მიმართულებით და სამხრეთის მიმართულებით ჩვენი დერეფნის განვითარებას.

პრემიერი დავალებით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროგრამაზე, რაც გულისხმობს ყველა ქალაქისა და დაბის ტურისტული ობიექტის, წყალარინების, საკანალიზაციო სისტემებით უზრუნველყოფას თვისი გამწმენდი საშუალებებით, - რაც არასდროს არ მომხდარა ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი ეს სრულად არ არის უზრუნველყოფილი, - რაც ჩვენ ქვეყანას და მის ინფრასტრუქტურას რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

დღის ამბები