12 აგვისტო 2026,   19:36
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საქართველოს საელჩოში თამარ ტალიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დაგეგმარების პოლიტიკის უფროსი მრჩეველი და მისი სპეციალური თანაშემწე იმყოფებოდნენ.

შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი".

დიპლომატიური მისიის ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლს და შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალს, ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიაც.

დღის ამბები