პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები განსაზღვრა.
კომისია 14 წევრით დაკომპლექტდება, რომლის ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება.
კომისიაში შვიდი წევრი ეყოლება "ქართულ ოცნებას", შვიდი – ოპოზიციას. კერძოდ, სამი კვოტა გიორგი გახარიას გუნდს ექნება, სამი "ხალხის ძალას", ერთი კი, "ევროპელ სოციალისტებს".
კომისია საქმიანობას აპრილის ბოლომდე აპირებს, რათა საქართველოში არსებული მაღალი ფასების მიზეზები შეისწავლოს.