06 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან

საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება. მთავარ როლში პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან, თუმცა, არა მხოლოდ სპექტაკლის, არამედ მთელი პროექტის. სწორედ მათი იდეით იქმნება თეატრი, სადაც კომედია არამხოლოდ ჟანრი - მაყურებელთან ურთიერთობის ენა იქნება. იუმორისტები მაყურებლის გაცინებას, ტელეეკრანების შემდეგ, ახლა უკვე პირდაპირ სცენიდან ეცდებიან.

კომედიის თეატრის პირველ სპექტაკლს "იქაური აქაურები" ჰქვია - პრემიერამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და შვიდივე სპექტაკლის ბილეთები უკვე გაყიდულია.

თეატრის შემქმნელები გვპირდებიან, რომ სიცილი გარანტირებული, ემოცია კი დაუვიწყარი იქნება.

დღის ამბები