12 აგვისტო 2026,   21:20
ვრცლად
ესპანეთი, ქალაქი მადრიდი - საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალი, მრავალფეროვანი პროდუქტებით იყო წარმოდგენილი

ესპანეთი, ქალაქი მადრიდი - საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალი, მრავალფეროვანი პროდუქტებით იყო წარმოდგენილი. საქართველო, როგორც უნიკალური და მიმზიდველი მიმართულება - გამოფენა "ფიტურ 2026-ში" მონაწილეობდა.

5 დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს საქართველოს სტენდთან შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ტურისტული პროდუქტების შესახებ, გასცნობოდნენ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო-რგოლებსა და გზამკვლევებს.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის, კერძებისა და ტკბილეულის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს ქართველი შეფ-მზარეულები გაუმასპინძლდნენ. ტრადიციული კერძებითა და ღვინით საქართველოს სტენდი მადრიდში, ყურადღების ეპიცენტრში მალევე მოექცა.

"ფიტურ 2026" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა, სადაც 156 ქვეყნიდან 10 ათასამდე კომპანია იყო წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას მიმდინარე წელს დაახლოებით 150 000 სტუმარი ჰყავდა.

დღის ამბები