გომბორის სასწავლო ცენტრში სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026" ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" მოხალისეთა ჯგუფებმა, საგარეჯოს მერიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, სტუდენტებმა, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილურმა ამბულატორიამ.
პროცესში ჩართულები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამხედრო საკითხების გაშუქების კურსის სტუდენტები დავით კაკულიას ხელმძღვანელობით.
კონკრეტული დავალება იყო "მედიის მუშაობა საგანგებო სიტუაციების დროს და კოორდინაცია სამხედრო-სამაშველო ძალებთან". სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.