სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის განახლება მიმდინარეობს სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები" ფარგლებში.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია გაეცნო.