12 ნოემბერი 2026,   13:51
ვრცლად
ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ვლადიმერ ბუკიას პერსონალური გამოფენა "საჩუქრად საქართველოსთვის" გაიხსნა - ექსპოზიცია 30 ნამუშევარს აერთიანებს

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ვლადიმერ ბუკიას პერსონალური გამოფენა "საჩუქრად საქართველოსთვის" გაიხსნა. ექსპოზიცია 30 ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს შთაგონებით შეიქმნა. წარმოდგენილია ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მინანქარი და შერეული ტექნიკა.

მხატვრის ვაჟმა, დიმიტრი ბუკიამ, მამის ნამუშევრები ამერიკიდან საქართველოში ჩამოიტანა და მუზეუმს საჩუქრად გადასცა. გამოფენის ფარგლებში გამოიცა მხატვრის შემოქმედების ამსახველი კატალოგიც.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაჩემის ნამუშევრები იმ ქვეყანას დაუბრუნდეს, სადაც ის დაიბადა და განათლება მიიღო. ეს მისი საჩუქარია საქართველოსთვის. ჩემი სურვილია, მისი შემოქმედება მომავალ თაობებს დარჩეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მუზეუმი დათანხმდა მისი ნამუშევრების მიღებას," - განაცხადა გამოფენა "საჩუქრად საქართველოსთვის" ავტორმა, ვლადიმერ ბუკიამ.

დღის ამბები