12 ნოემბერი 2026,   16:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა - გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი მათი ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა.

"უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელია.

დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას კი მოვუწოდებთ, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებამდე ინფორმაციის გადმოწმების მარტივ ჟურნალისტურ სტანდარტს მიმართოს", - განგვიცხადეს ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.

დღის ამბები