რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი დღეს შეერთებულ შტატებში ჩავა და ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
ინფორმაციას, წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა "როიტერი" ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, შტატების შუამავლობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თებერვალში იგეგმება.