ფასების შემცირება პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. საკოორდინაციო კომისია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 1 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაშია დაგეგმილი.
ეს იქნება კომისიის რიგით მეექვსე სხდომა, მანამდე შეხვედრები უკვე გაიმართა მწარმოებლებთან, ქსელური მარკეტების და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წევრებთან. მომავალი კვირიდან მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისია.