განვლილი 2025 წელი გალა-დაჯილდოვებით შეაჯამა ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციამ. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საუკეთესო მოტო მრბოლელები, რომლებმაც სხვადასხვა დისციპლინაში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს, ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციისა და სხვადასხვა უწყების მხარდაჭერით წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში სულ 24 ტურნირი ჩატარდა.