11 აგვისტო 2026,   16:33
ვრცლად
"რითეილ ასოცოაცია": სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია

სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუს-ი შევიდა. რასთან დაკავშირებით და რა ფორმით ხდება დოკუმენტების ამოღება ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.

"სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს"-აცხადებენ სუს-ში.

შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღება ხდება, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს "რითეილ ასოცოაცია". განცხადებაში წერია, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, დადგენილი წესისა და განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა დოკუმენტები.

განცხადების თანახმად, ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

"განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები