07 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს ანგარიშით 14:11 სძლია

ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე სერბეთში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულ ბაია მახარაძესთან და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ნიკოლაიშვილთან ერთად საქართველო-თურქეთის მატჩს დაესწრო. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 14:11 დასრულდა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისთვის თურქეთის ნაკრები F ჯგუფის ბოლო მეტოქე იყო.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა F ჯგუფის პირველი მატჩი იტალიის ნაკრებთან ანგარიშით 16:14 დათმო. მეორე მატჩში ქართველი წყალბურთელები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 15:10, დასრულდა.

დღის ამბები