07 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზა

შვედეთის ქალაქ მალმეში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ნიდერლანდების გამარჯვებით 31:26 დასრულდა.

პირველი ტაიმი ნიდერლანდელების უპირატესობით 18:15 დასრულდა, საბოლოო გამარჯვებაც ნიდერლანდელებმა ანგარიშით 31:26 მოიპოვეს.

საქართველო-ნიდერლანდების მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში ნატა მენაბდე და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.

ეროვნულმა ნაკრებმა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზა. ქართველი ხელბურთელები ჯგუფში ხორვატებსა და შვედებსაც დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა დათმეს.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წელს გერმანიაში იასპარეზა.

დღის ამბები