ანალიზის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა £4 მილიარდის ოდენობის ნავთობპროდუქტები — მათ შორის ავიაციის საწვავი — შეიტანა ინდოეთისა და თურქეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობს იყენებენ, - წერს Politico.
გავლენიან ამერიკულ მედიასაშუალებასთან საუბრისას, თემთა პალატის ბიზნესისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიამ ბირნმა ხაზი გაუსვა, რომ "სანქციების ხვრელი დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს".
"სანქციების ხვრელი, რომელიც ბრიტანულ თვითმფრინავებს რუსული ნავთობის გამოყენებით დამზადებული რეაქტიული საწვავით შევსების საშუალებას აძლევს, დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს", - განაცხადა პარლამენტის წევრმა.