უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 800 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხი გადაიდო - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეთანხმების შეფერხების მიზეზი გრენლანდიის საკითხზე ევროპისა და აშშ-ის აზრთა სხვადასხვაობაა. შტატებს, ევროპასა და უკრაინას შორის განხილვის ეტაპზე არსებული ე.წ. კეთილდღეობის გეგმა მიზნად ისახავდა კიევის რეკონსტრუქციის გრძელვადიან მხარდაჭერას, მას შემდეგ, რაც ცეცხლი საბოლოოდ შეწყდებოდა.
თანხა კერძო კომპანიების მხრიდან ინვესტიციებით, გრანტებით, სესხებისა და კერძო კაპიტალის დახმარებით უნდა მობილიზებულიყო.