11 აგვისტო 2026,   16:49
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

"მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები