93 წლის ასაკში, რომში, საკუთარ რეზიდენციაში იტალიელი მოდის დიზაინერი, ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა.
ვალენტინომ, ამავე სახელწოდების ბრენდის დამფუძნებელმა, მაღალი მოდის მწვერვალს მიაღწია, შექმნა ბიზნესიმპერია და მოდის სამყაროს შესთავაზა ახალი ფერი - ე.წ. წითელი ვალენტინო.
ის ჯორჯო არმანისთან და კარლ ლაგერფელდთან ერთად დასახელდა, როგორც უკანასკნელი დიდი დიზაინერი იმ ეპოქიდან, რომელშიც მოდა გლობალური, მაღალკომერციული ინდუსტრია იყო.
დიზაინერს იტალიის დედაქალაქში პარასკევს დაკრძალავენ.