შეერთებულმა შტატებმა საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ირანთან ერთად, შეზღუდვა 74 სახელმწიფოს მოქალაქეებს შეეხება, რომელთათვისაც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა დროებით რთულდება.
ჩამონათვალში მოხვდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. სიაში ასევე არიან მოლდოვა, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ეგვიპტე, კოლუმბია, კუბა და სხვა ქვეყნები.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დროებითია და პროცესის განახლების ვადებს თავად განსაზღვრავს. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა და "გრინ ქარდის " მიღება სურს.
ტურისტული და სტუდენტური ვიზების გაცემის პროცესი შეზღუდვას არ ექვემდებარება.