06 აგვისტო 2026,   17:30
ვრცლად
"ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზებით დადგენილია პირთა ვინაობები და მოხდა იდენტიფიცირება ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირთა იერსახის" - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროკურატურას ორი მოწმე ექსპერტი ჰყავს.

"ხელისუფლების დამხობის ფაქტზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებზე, გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზებით დადგენილი არის პირთა ვინაობები და მოხდა, შესაბამისად, იდენტიფიცირება ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირთა იერსახის.

ექსპერტიზის დასკვნები გახლავთ კატეგორიული, შესაბამისად, დადგენილი არის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირთა ვინაობა და მათი იერსახე. აღნიშნული შეისწავლეს ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზით," - განაცხადა პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები