12 აგვისტო 2026,   12:49
ვრცლად
"გაუგებარია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველო სწორედ სამხედრო ესკალაციის არიდების მიზნით თავს არიდებს კონფრონტაციას და დაძაბული ურთიერთობების განვითარებას რუსეთის ფედერაციასთან" - ეკა სეფაშვილი

ორმაგ სტანდარტად და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებად აფასებენ თბილისში ინფორმაციას, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას განიხილავს.

"პოლიტიკოს" ინფორმაციით ევროპული ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, წნეხს ახდენენ ევროკავშირზე, რათა შექმნან მომლაპარაკებლის თანამდებობა, რომელიც რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში მათ პოზიციას გააჟღერებს. ამ გეგმის მომხრეებმა, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ ევროკომისიის და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა უკვე მოიპოვეს.

საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილმა.

"გაუგებარია მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველო სწორედ სამხედრო ესკალაციის არიდების მიზნით თავს არიდებს კონფრონტაციას და დაძაბული ურთიერთობების განვითარებას რუსეთის ფედერაციასთან. ეს ეხებოდა რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებას, ასევე, ფრენების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას, როდესაც ისინი აკრიტიკებდნენ საქართველოს და მთელ რიგ მიმართულებებს, როდესაც ისინი საქართველოს მიუთითებდნენ და საქართველოს შესახებ ჰქონდათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს ჩვენ მომხრე ვიყავით რუსეთთან გარკვეული თბილი ურთიერთობებისა, მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, გარდა იმ ეკონომიკური ურთიერთობისა, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები