რუმინეთი მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.
მისი თქმით, რუმინეთმა ამ თემაზე მსჯელობა ოფიციალურად ჯერ კიდევ 2018 წელს პარლამენტში მიღებული დეკლარაციით დაიწყო, რომელსაც არცერთი საწინააღმდეგო ხმა არ ჰქონია. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კი გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. სანდუს თქმით, რეფერენდუმი თუ ჩატარდება, ის მხარს დაუჭერს ამას, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ პირველ რიგში მოქალაქეებს უნდა ჰკითხონ.
"ეს, მთლიანად, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ადამიანებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ. ალბათ, პირველ რიგში მოქალაქეებს უნდა ჰკითხონ ამ გადაწყვეტილების შესახებ. როდესაც დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა ვისაუბროთ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ვიკა ფილფანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე