08 ივნისი 2026,   12:32
ვრცლად
შსს-ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ი. დააკავეს. - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თბილისში, მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.ი. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები