12 აგვისტო 2026,   12:49
ვრცლად
"ფაქტია, ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები, რომელიც მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აქვთ მიღებული, არც ერთხელ დაუხარვეზებია სტრასბურგის სასამართლოს" - ნინო წილოსანი

"როდესაც პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც უნდა გაგვახსენდეს, ის უსამართლო გადაწყვეტილებებია, რომელიც სხვადასხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკოსების მიმართ იყო მიღებული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა შალვა პაპუაშვილის პოსტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც თავის მხრივ პოლონეთის ყოფილი გენპროკურორისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ხშირად ისმის კრიტიკა ქართული მართლმსაჯულების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილებები, რომელსაც მოსამართლეები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში იღებენ, სტრასბურგის სასამართლოს არასდროს დაუხარვეზებია.

"როდესაც პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც უნდა გაგვახსენდეს, ის უსამართლო გადაწყვეტილებებია, რომელიც სხვადასხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკოსების მიმართ იყო მიღებული. ახლაც, შესაძლოა, საფრანგეთის სასამართლომ მარი ლე პენს აუკრძალოს 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის, ამ დროისთვის, უცნობაი რა დანაშაული აქვს ამ ადამიანს, გარდა იმისა, რომ მაღალი რეიტინგი აქვს.

რა თქმა უნდა, ეჭვები ჩნდება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, მათ შორის დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, თუმცა როდესაც ამ ქვეყნების საელჩოების, ევროპარლამენტარების, თუ სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან გვესმოდა ქართველი მართლმსაჯულების კრიტიკა, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფერს პასუხი გავცდეთ.

ფაქტია, რომ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები, რომელიც მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აქვთ მიღებული, არც ერთხელ დაუხარვეზებია სტრასბურგის სასამართლოს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები