22 ივნისი 2026,   07:49
ვრცლად
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გრენლანდიის "ანექსიის გეგმა" წარადგინა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გრენლანდიის "ანექსიის გეგმა" წარადგინა. X-ზე რენდი ფაინი წერს, რომ კანონპროექტი ტრამპს საშუალებას მისცემს კუნძული ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთოს.

"ჩვენი მოწინააღმდეგეები ცდილობენ არქტიკაში ფეხი მოიკიდონ და ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია," - წერს კონგრესმენი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის შეძენა სურს, - განცხადება თეთრი სახლის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. ქეროლაინ ლევიტი ამბობს, რომ თუ ამას ამერიკა არ გააკეთებს ,შესაძლოა, კუნძული რუსეთმა ან ჩინეთმა ჩაიგდოს ხელში, რაც არც შტატებისთვის, არც ევროპისთვის და არც გრენლანდიისთვის იქნება კარგი.

ცნობილია, რომ აშშ-ის კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფი ამ კვირაში დანიაში გაემგზავრება და გრენლანდიის საკითხზე ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

დღის ამბები