12 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
ჩაანაცვლებს თუ არა ლევან სანიკიძე თინა ბოკუჩავას - პარტიული პრობლემები "ნაციონალურ მოძრაობაში"

ჩაანაცვლებს თუ არა ლევან სანიკიძე თინა ბოკუჩავას - ადრესატები ინფორმაციას უარყოფენ. თინა ბოკუჩავა და ლევან სანიკიძე, მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად, დღეს ერთად გამოჩნდნენ. პარტიის, სავარაუდოდ, მომავალმა თავმჯდომარემ, ჯერ კიდევ მოქმედისგან, ქებაც ჟურნალისტებთან ერთად მოისმინა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეცვლა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა და კონსულტაციები გიული ალასანიასთან სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში გამართა. თავად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა ამტკიცებს, რომ შვილთან პოლიტიკაზე არ საუბრობს.

როცა პარტიას პოლიტიკური რეიტინგი არ აქვს, პერსონალიები გავლენას ვერ მოახდენენ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

თავმჯდომარის შესაძლო ცვლილებების პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ მალავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდს ფინანსური და ტექნიკური პრობლემებიც აქვს, რამაც პოლიტიკური ხედვების შეუთანხმებლობაც გამოიწვია.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პარტია სხვა ქვეყნების დავალებებს ასრულებს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. 

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე შეიცვალოს - დღეს გავრცელდა. საუბარია თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლებაზე.

დღის ამბები