06 აგვისტო 2026,   06:17
ვრცლად
სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. "ვიზიარი" ბრატისლავა ქუთაისის მიმართულებით კვირაში სამჯერ იფრენს, მარტიდან კი მეოთხე სიხშირეს დაამატებს.

პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა. ქუთაისის აეროპორტში პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოში სლოვაკეთის ელჩი დაესწრო.

"მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთსა და საქართველოს შორის უკვე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვაქვს. ეს არის ისტორიული მომენტი და იმედი გვაქვს, რომ ხალხთა შორის კავშირები კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრი სლოვაკი ჩამოვა საქართველოს აღმოსაჩენად და ბევრი ქართველი ჩავა სლოვაკეთში. იმედი მაქვს, რომ გაცვლითი პარტნიორული კონტაქტები ჩამოგვიყალიბდება ჩვენს სკოლებს, ასევე უნივერსიტეტებს შორის და კიდევ უფრო განვითარდება ბიზნესურთიერთობები ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა სლოვაკეთის სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, მატუშ ბუშოვსკიმ.

დღის ამბები