06 აგვისტო 2026,   04:20
ვრცლად
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ფიგურანტი, ანასტასია ბერუაშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ფიგურანტი, ანასტასია ბერუაშვილი დააკავა. ინფორმაციას "რუსთავი 2-ს" უწყებაში უდასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები