13 აგვისტო 2026,   17:32
ვრცლად
"ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორიც არ ყოფილა არასდროს" - თაზო დათუნაშვილი

ბრიუსელი USAID-ის ჩანაცვლებას იწყებს. 8 ნახევარ მილიარდ ევროზე მეტს ევროკომისია კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოყოფს.

ევროკომისიის მიზნებზე წერს ევროპარლამენტარი კინგა გალი. ევროპარლამენტარი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაფინანსების მიმღები სუბიექტები რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის მოქმედ ქსელს წარმოადგენენ, რომელიც ევრობიუროკრატიის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ერევა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მოქმედებს.

ბრიუსელის გეგმებზე საუბრობენ თბილისშიც. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ის, რომ ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას აპირებს სხვადასხვა ქვეყნებში, მისასალმებელია.

"ის, რომ ევროკავშირი აპირებს, რამდენიმე მილიარდი ჩაასხას სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაში ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ევროკავშირი არის ძლიერი, მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო ველზე და იქიდან გამომდინარე, რა პოლიტიკასაც აწარმოებს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრასა და გაძლიერებაში, ბევრად უფრო ძლიერი მოთამაშე იქნება უახლოესი 5-10 წლის მანძილზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავმხდარიყავით ამ უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ევროკავშირი ისეთი ძლიერია დღეს, როგორიც არ ყოფილა არასდროს," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დღის ამბები