19 ივნისი 2026,   11:09
ვრცლად
ომი გრძელდება უკრაინაში - აფეთქებებია კიევში, სადაც საოკუპაციო ძალებმა დედაქალაქის რაიონები უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს

ომი გრძელდება უკრაინაში, აფეთქებებია კიევში, რუსეთის ძალებმა დედაქალაქის რაიონები უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

დარტყმა განხორციელდა ოდესაზეც, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და ინფრანსტრუქტურული ობიექტები, არიან დაშავებულები. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოლჩანსკის და დონეცკის ოლქში, ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით წინსვლა შეძლეს.

დღის ამბები