საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრისთვის ემზადება. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.
დაპირისპირება საბერძნეთთან შედგება. ტურნირი ბელგრადში იმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში საბერძნეთის გარდა, ხორვატიასა და სლოვენიას შეხვდება.