საფრანგეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას "წესებზე დამყარებული გლობალური წესრიგის იგნორირების" გამო აკრიტიკებს.
"აშშ თანდათან ზურგს აქცევს ზოგიერთ მოკავშირეს და თავისუფლდება საერთაშორისო წესებისგან... მულტილატერალიზმის ინსტიტუტები სულ უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ჩვენ ვცხოვრობთ დიდ სახელმწიფოთა სამყაროში, სადაც არსებობს მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება", - აცხადებს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის უარყოფს "ახალ კოლონიალიზმსა და ახალ იმპერიალიზმს".
ემანუელ მაკრონი ზახს უსვამს, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებში სულ უფრო მზარდია "ნეოკოლონიური აგრესიულობა".
ცნობისთვის, ამერიკის სპეცოპერაციის შემდეგ, ვენესუელის ქალაქებში პოლიციამ და სამხედროებმა ბლოკპოსტები განალაგეს. დაწესდა კომენდანტის საათი - სპეციალური ნებართვების გარეშე, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება აეკრძალათ, შეიზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესაძლებლობაც. დროებითი მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყანაში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დემონსტრაციებს მართავენ.
საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან ერთად, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა - ვენესუელაში პატივს მიაგებენ იმ დაღუპული სამხედროების ხსოვნას, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტს ამერიკული სპეცრაზმისგან იცავდნენ.
ოფიციალური კარაკასის ინფორმაციით, 3 იანვარს პენტაგონის იერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - შეიარაღებული ძალების 20-ზე მეტი ოფიცერი.