18 ივნისი 2026,   21:28
ვრცლად
The Guardian: ევროპულ მთავრობებს პუტინის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებაში ადანაშაულებენ

ევროპულ მთავრობებს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ახალი მონაცემების მიხედვით, კრემლმა გასულ წელს ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტით 7.2 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრიუსელმა დადო პირობა, რომ 2027 წლისთვის აკრძალავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს, თუმცა ანალიზი აჩვენებს, რომ ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კომპლექსიდან ევროპულ პორტებში შემავალი უზარმაზარი ნაკადები ჯერჯერობით არ შემცირებულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ტერმინალებში 15 მილიონ ტონაზე მეტი თხევადი ბუნებრივი აირი შევიდა, რამაც კრემლს, სავარაუდოდ, 7.2 მილიარდი ევროს შემოსავალი მოუტანა.

 

 

დღის ამბები