დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, სატრანსპორტო ოპერატორები პრევენციულ ზომებს იღებენ: ფრენებისა და მატარებლების მოძრაობის შეჩერება ძალაში ამ საღამოს შევა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
მედიის ცნობით, რკინიგზის მომსახურებაზე უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა ძლიერმა თოვლმა, ქარმა და წვიმამ.
როგორც Euronews-ი წერს, თვითმფრინავების, ბორნებისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების ლოკაციები და ხანგრძლივობა დამოკიდებულია შტორმ "გორეტის" სიმძლავრესა და მისი გადაადგილების ტრაექტორიაზე.